გლომერულონეფრიტები ხასიათდება ნეფრიტული სინდრომით, რომელშიც მოიაზრება ჰემატურია (სისხლიანი შარდვა), პროტეინურია, შეშუპება, ჰიპერტენზია, ოლიგურია. არსებობს გლომერულონეფრიტების 2 ფორმა მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტები.
მწვავე გლომერულონეფრიტი ძირითადად ვლინდება ორი დაავადების სახით:
1 )პოსტინფექციური ანუ პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი, რომელიც შეიძლება ხასიათდებოდეს სისტემური დაზიანებებით -შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება და ჰემატოლოგიური დარღვევები.
2) სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტები. ვლინდება მეორადად, ანუ დაავადების გართულების შემდგომ. ამ დროს ყალიბდება ანთებითი ნამგლისებური წანაზარდები (crescents), ხდება მათი ჩალაგება და იწვევს ანთებით გლომერულონეფრიტს.
ქრონიკული გლომერულონეფრიტები არის ნელა-პროგრესირებადი და შიძლება გამოიწვიოს საშუალო ხარისხის პროტეინურია. დაავადებებია:
იმუნოგლობულინ IgA ნეფროპათია
თანდაყოლილი ნეფრიტები
ბაზალური მემბრანის დაავადება
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა თირკმლის ბიოფსია.