ექფოლიაციური დერმატიტი არის კანის ეპიდერმული უჯრედების ცვლილებებით მიმდინარე დაავადება და ხშირად თან სდევს სხვა დაავადებებს. სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი, კანკალი, დისკომფორტი. ხასიათდება არანორმალური თერმორეგულაციით, საკვები ნივთიერებების დეფიციტით, რადგან პროტეინების ხშირი დაკარგვა ხდება, იზრდება მეტაბოლიზმის დონე და ჰიპერკატაბოლიზმი. ასევე ხშირია ჰიპოვოლემია, ტრანსდერმული სითხის დაკარგვის გამო.
დიაგნოსტიკა
 დიაგნოსტიკა დამოკიდებულია პაციენტის ანამნეზზე და გასინჯვაზე. თანმხლები დაავადებები მნიშვნელოვანია ექსფოლიაციური დერმატიტის ამოცნობაში. ბიოფსია არასპეციფიურია, მაგრამ მიზანშეწონილია როდესაც mycosis fungoides არის საეჭვო. სისხლის ანალიზები გვჭირდება იმისთვის რომ დავადგინოთ ჰიპოპროტეინურია, ჰიპოკალცემია, რკინადეფიციტური ანემია. დაავადება შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა საჭირო. მკურნალობა გულისხმობს მიზეზების მკურნალობას.
ფეხისა და ხელების დერმატიტი
ეს არის იზოლირებული დერმატიტი რომელიც ზეგავლენას ხელებზე ან ფეხებზე ახდენს. გამომწვევი მიზეზებია: სოკოვანი დაავადებები, კონტაქტური დერმატიტი, ფსორიაზი. ზოგი შემთხვევა იდიოპათურია.
დიჰიდროზული დერმატიტი - ხასიათდება პრურიტული ვეზიკულებით ან ბულებით ხელის გულებზე, თითებზე ან ფეხის გულებზე.  გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა შესაძლოა სოკოვანმა ინფექციებმა და კონტაქტურმა დერმატიტმა გამოიწვიოს. მკურნალობა ხდება კორტიკოსტეროიდებით, ტაკროლიმუსით ან პიმეტროლიმუსით, ორალური ანტიბიოტიკებით და ულტრაიისფერი სხივებით.
კერატოლიზური ექსფოლიატივა - უმტკივნეულო კანის აქერცვლაა ხელის ან ფეხის გულებზე.
ჰიპერკერატოზული ეგზემა - სქელი მოყავისფრო -მოყვითალო ფოლაქები ხელის გულებზე და ხანდახან ფეხის გულებზეც. გამომწვევი მიზეზი უცნობია. მკურნალობა ხდება ტოპიკალური კორტიკოსტეროიდებით და კერატოლიტიკებით, ასევე რეტინოიდებით და ულტრაიისფერი გამოსხივებით.