ერითრაზმა კანის ბაქტერიული ინფექციაა რომელსაც იწვევს Corynebacterium minitissimum. ეს პათოგენი ხშირია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და იმ ადამიანებში რომლებიც ტროპიკულ რეგიონებში ცხოვრობენ. ერითრაზმის ნიშნები საზარდულზე გვხვდება ძირითადად. შეიძლება იყოს ვარდისფერი შეფერილობის ან გამოხატული იყოს ყავისფერი ლაქებით. ასევე შესაძლოა მუცლის და პერინეუმის მიდამოებში იყოს.
მკურნალობა ერითრომიცინით და ტეტრაციკლინით ხდება. ტოპიკალური ერითრომიცინი და კლინდამიცინი ასევე ეფექტურია.
კანის სხვა ანთებითი დაავადებები:
ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი თმის ფოლიკულების ბაქტერიული ინფექციაა. მას იწვევს Staphylococcus aureus და Pseudomona aerugonosa. ხასიათდება ზედაპირული ანთებითი ნოდულებით. სიმპტომებია - კანის ტკივილი და გაღიზიანებადობა. ინფიცირებული თმები ადვილად ცვივა და ახალი პაპულები ყალიბდება.
ფურუნკულები
ფურუნკულები ბაქტერიული ინფექციაა. იწვევს სტაფილოკოკი და ხასიათდება ნოდულებით. კარბუნკულები დაგროვებული ფურუნკულებია და უფრო ღრმა დაზიანებებთანაა ასოცირებული. ფურუნკუნკულიც და კარბუნკულიც ახალგაზრდა პაციენტებში გვხვდება, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში. ხშირად დაავადებული ადგილებია კისერი, მკერდი, სახე და დუნდულები. ისინი დისკომფორტს და ტკივილს იწვევენ.
დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური გამოკვლევით. მკურნალობა კომპრესებით. ასევე დიკლოქსაცილინი და ცეფალექსინი 250-დან 500 მგ - მდე. დიდი დაზიანებებისთვის სისტემური ანტიბიოტიკებია საჭირო.
ლიმფადენიტი
ლიმფადენიტი მწვავე ბაქტერიული ინფექციაა რომელიც ერთ ან მეტ ლიმფურ კვანძს მოიცავს. ძირითადად სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს. ასოცირებულია ტუბერკულოზთან, პირველად სიფილისთან, გენიტალურ ჰერპესთან და ა.შ. ლიმფადენიტი ტიპიურად იწვევს ტკივილს, ლიმფადენოპათიას.
მკურნალობა ინტრავენული ანტიბიოტიკებით, ანტიფუნგალურებით და ანტიპარაზიტული მედიკამენტებით მიმდინარეობს.