ეპიგლოტიტი არის ხორხის პროგრესული ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს გარშემო მყოფ ქსოვილებზე და იწვევს რესპირატორულ ობსტრუქციას და ზოგჯერ სიკვდილსაც კი. ეპიგლოტიტი ხშირად ბავშვებში ვითარდება და გამომწვევი მიზეზებია: Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus, non typeable Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, β-ჰემოლიზური Streptococci, Branhamella catarrhalis, Klebsiella pneumoniae, H. influenzae type B.
ბაქტერიის კოლონიზაცია ხდება ცხვირ ხახაში და იწვევს სუპრაგლოტურ ცელულიტს, რომელიც ხასიათდება ანთებით.
სიმპტომები ბავშვებში: ოდინოფაგია, დისფაგია, ასფიქსია, ციანოზი, სუპრასტერნალური, სუპრაკლავიკულარული და სუბკოსტალური ინსპირატორული რეტრაქცია.
სიმპტომები მოზრდილებში: ცხელება, დისფაგია (სიმპტომები ვითარდება >24 საათში), პირხახის ანთება, ყელის ტკივილი.
დიაგნოსტიკა ხდება ინსპექციით და რენდგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობისთვის გამოიყენება ბეტა ლაქტამაზა-რეზისტენტული ანტიბიოტიკები, მაგალითად როგორიცაა ცეფტრიაქსონი.