ეოზინოფილია გამოწვეულია პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატებით.
ეოზინოფილები იმუნური პასუხის შემადგენელი უჯრედებია. ფაქტორები რომლებიც ახდენენ მასზე გავლენას ბეტა-ბლოკერები, კორტიკოსტეროიდები, სტრესი და ზოგჯერ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებია.
ნივთიერებები რომლებსაც ამოიცნობენ მასტოციტები და ბაზოფილები არიან IgE, ეოზინოფილის ქემოტაქტიური ფაქტორები, ლეიკოტრიენები, კომპლემენტის ფაქტორები C5,C6, ჰისტამინი.
ეოზინოფილია შეიძლება იყოს პირველადი (იდიოაპათური) ან მეორადი (დაკავშირებული მრავალ დაავადებასთან).
მნიშვნელოვანი პროცესები რომლებიც იწვევენ ეოზინოფილიას არიან:
ალერგიული და ატოპიური დაავადებები - ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი, ოკუპაციური ფილტვის დაავადებები, ურტიკარია, ეგზემა, წამლის რეაქციები.
პარაზიტები - ტრიქონოზი, ტრიქურიაზი, ასკარიაზი, სტრონგილოიდოზი, ექინოკოკი, ფილარიაზი.
არა პარაზიტული მიზეზები - ასპერგილოზი, ინფექციური ლიმფოციტოზი, ქლამიდიური პნევმონია,
მიელოპროლიფერაციული დაავადებები - ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია, კანის დაავადებები, ექსფოლიაციური დერმატიტი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ფსორიაზი, პემფიგუსი,
იმუნური დაავადებები - IgA სინდრომი, ჰიპერ IgE სინდრომი.
ენდოკრინული ფაქტორები - თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქცია.
სხვა მიზეზებია - ციროზი, რადიაცია, პერიტონული დიალიზი.