ენდოფთალმიტი არის თვალის შიდა ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია  Staphylococcus epidermidis ან Staphylococcus aureus -ით (გრამ - პოზიტიურები).
გრამ - ნეგატიური ბაქტერიებით გამოწვეულ ენდოფთალმიტს ძალიან ცუდი პროგნოზი აქვს.
სოკოვანი და პროტოზოული ინფექციებით გამოწვეული ფორმა კი ძალიან იშვიათია.  
ენდოფთალმიტი არის სასწრაფოდ სამკურნალო მდგომარეობა, რადგან პროგნოზი დამოკიდებულია მკურნალობის სწორად წარმართვაზე.
ეგზოგენური ენდოფთალმიტი ტიპიურად იწვევს მხედველობის დაქვეითებას, კონიუქტივის ჰიპერემიას, ინტრაოკულარულ ანთებას, ქუთუთოების შეშუპებას.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლების მიხედვით და მიკრობიოლოგიური ტესტებით.

მკურნალობისთვის გამოიყენება ინტრავენური ანტიბიოტიკები, ვიტრექტომია და ინტრაოკულარული კორტიკოსტეროიდები.