დიზურია არის მტკივნეული შარდვა, რომელსაც თან ახლავს წვის შეგრძნება. ზოგი დაავადება იწვევს ტკივილის შეგრძნებას შარდის ბუშტის ზედა ნაწილში. დიზურია ხშირი სიმპტომია ქალებში, თუმცა კაცებშიც ვლინდება. დიზურია იწვევს შარდის ბუშტის გაღიზიანებას. მოშარდვა ამ დროს იწყება წვის შეგრძნებით. დიზურიას ყველაზე ხშირად იწვევს ქვედა საშარდე გზების ინფექცია, ანთება და ქვედატანის დაზიანებები.
ყველაზე ხშირი გამომწვევი დაავადებებია: ცისტიტები, ურეთრიტები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები).
საგანგაშოა პაციენტებში რომელთაც აქვთ: ცხელება, ტკივილი, იმუნიტეტ-დაქვეითებული პაციენტები, საშარდე გზების ანომალიები