დიარეა არის მდგომარეობა როდესაც კუჭში გასვლა უფრო ხშირად ხდება და განავალი ნორმალურთან შედარებით უფრო თხელია.  
ასეთ პაციენტებს აწუხებთ გულისრევა, წონის დაკლება, ასევე შესაძლოა სისხლიანი განავალი.
მწვავე დიარეა ჩვეულებრივ ინფექციითაა გამოწვეული, მას თან მოსდევს ღებინება, სისხლიანი განავალი, ცხელება, ანორექსია.
ქრონიკული დიარეა გლუტენ-დამოკიდებული ენტეროპათიებითაა გამოწვეული (ასევე კისტური ფიბროზი, ალერგიული გასტროენტეროპათია)
დიაგნოსტიკისას მთავარია გამომწვევი მიზეზის სწორად პოვნა და სიმპტომებთან ერთად გამომწვევის მკურნალობა.
ზოგჯერ გამოიყენება ისეთი მედიკამენტები როგორიცაა ლოპერამიდი (ის არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებში).