დერმატომიკოზი კანის სოკოვანი ინფექციაა, რომელიც კერატინზე ახდენს გავლენას. დაავადება აზიანებს კანს და ფრჩხილებს.
სიმპტომები  ვლინდება იმის მიხედვით თუ სად არის დაზიანებული ადგილი (კანზე, ფრჩხილზე თუ თმაზე).   
 

Tinea Barbae არის წვერის დერმატომიკოზური ინფექცია. მას იწვევს Trychophyton mentagrophytes ან T. verrucosum.  ხასიათდება ზედაპირული ანულარული დაზიანებებით, თუ განვითარდ აღრმა ინფექცია მაშინ იზრდება ფოლიკულიტის გამოწვევის რისკი. დიაგნოსტიკა ხდება კანის სინჯის დათესვით და ბიოფსიით. ვმკურნალობთ გრიზეოფულვინით 500 მგ დღეში ერთხელ  2-3 კვირის განმავლობაში. ტერბინაფინი 250 მგ დღეში ერთხელ და იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ. თუ დაზიანებებში ანთებითი რეაქციები დაიწყო პრედნიზონს ვამატებთ. პრედნიზონი 40 მგ დღეში ერთხელ (მოზრდილებში) ორი კვირის განმავლობაში.

Tinea Capitis თავის თმიანი ნაწილის დერმატომიკოზია(scalp ringworm).  ძირითადად ბავშვებში გვხვდება და გამომწვევი მიზეზებია: Trychophiton tonsurans, Microsporum canis, Microsporum audouinii.  გადამტანები კატები არიან და სხეულზე გამოვლინდება ძალიან მშრალი თავის კანით, ალოპეციით, მრგვალი ლაქებით.
დიაგნოსტიკა ხდება KOH wet mount, და თმის ტესტებით.  
მკურნალობა: გრიზეუფულვინი 10-20 მგ/კგ. საჭიროებისამებრ ხდება დოზის გაზრდა.
მოზრდილებში - ტერბინაფინი 250 მგ დღეში ერთხელ 2-4 კვირის განმავლობაში.
Tinea corporis ახდენს გავლენას სახეზე, ტანზე და კიდურებზე.  ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია T. mentagrophyte, T. rubrum და M. canis.
Tinea იწვევს მოვარდისფრო-მოწითალო ანულარულ ლაქებს და ფოლაქებს. მკურნალობა ხდება  შემდეგი მედიკამენტებით:
იმიდაზოლი, ციკლოპიროქსი, ნაფთიფინი ან ტერბაფინით (ლოსიონის, კრემის სახით).
Tinea Cruris საზარდულის ინფექციაა. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია T. mentagrophyte ან T. rubrum.  გარემო ფაქტორების გავლენას დიდი როლი აქვს ამ ინფექციის განვითარებაში. ცხელი ამინდები, დაბალი ჰიგიენა პირველადი რისკ ფაქტორებია. ეს ინფექცია კაცებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ქალებში. ქავილით და ბეჭდისებრი დაზიანებებით ხასიათდება. მკურნალობაში შედის მიკონაზოლი, ტერბინაფინი, კლოტრიმაზოლი, ეკონაზოლი, ნაფტიფინი და ციკლოპიროქსი.
Tinea Pedis ფეხზე ახდენს გავლენას და  ყველაზე ხშირი დერმატომიკოზია. შეიძლება გვქონდეს ოთხი კლინიკური ფორმით: წყლულოვანი, ვეზიკობულოზური, ჰიპერკერატოზული და ქრონიკული ინტერტრიგინოზული.
მწვავე წყლულოვნს იწვევს T. mentagrophyte. ქრონიკულს -T.rubrum. ქრონიკული ინტერტრიგინოზული ხასიათდება ერითემით, აქერცვლით, ეროზიებით. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა რისკ ფაქტორების განხილვა და კლინიკური მახასიათებლების პოვნა.  ყველაზე უსაფრთხო მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო წამლებია. ორალურად იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში 1 თვის განმავლობაში.
Tinea versicolor კანის ინფექციაა, რომელსაც იწვევს Malassezia Furfur, გამოიხატება ყავისფერი ან თეთრი ლაქებით. ლოკაციის ადგილებია: ტანი, კისერი, მუცელი და შესაძლოა სახეც. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური მახასიათებლების მიხედვით, KOH wet mount,Woods light.
მკურნალობისთვი საჭიროა: სელენიუმ სულფიდის შამპუნები, ტოპიკალური აზოლები (კეტოკონაზოლი 2% ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში).