დეპრესია შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში მაგრამ ყველაზე ხშირია 20-დან 30 წლამდე.
ამ დაავადების ეტიოლოგია უცნობია მაგრამ არსებობს თეორიები, რომლებიც გვეუბნებიან ნეიროტრანსმიტერების დონის და მათ არარეგულარულ მოქმედებაზე. ნეიროენდოკრინული დისრეგულაცია შეიძლება ერთერთ მთავარ რისკ ფაქტორად მივიჩნიოთ.
ფსიქოსოციალური ფაქტორებიც ასევე მნიშვნელოვანია. ცხოვრებისეული სტრესი, განშორება, დაკარგვა საყვარელი ადამიანების ასევე იწვევს დეპრესიას.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია: გვხვდება ორსულობის პერიოდში ან მშობიარობიდან 4 კვირის შემდგომ. ეს ხდება ენდოკრინულ სისტემაში ცვლილებების ფონზე თუმცა სპეციფიური მიზეზი უცნობია.
სეზონური დეპრესია: სეზონური დეპრესია ტიპიურად ვითარდება შემოდგომაზე ან ზამთარში და ვარაუდობენ რომ გამომწვევიმი ზეზი კლიმატია.
დეპრესიული სიმპტომები და დაავადებები თან ახლავს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები, თავის ტვინის სიმსივნეები, ინსულტი, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი და სხვა.
უნიპოლარული დეპრესია: ასეთ პაციენტებს აქვთ დეპრესიული ხასიათი მთელი დღის განმავლობაში, ვერ იღებენ სიამოვნებას ყოველდღიური აქტივობებით, მადა ან მატულობს ან კლებულობს, აქვთ ინსომნია ან ჰიპერსომნია, არიან შებოჭილები და უენერგიოები, ვერ ახდენენ კონცენტრაციას გარკვეულ ფაქტორებზე, მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ.
მუდმივი დეპრესია: ამ ტიპის დეპრესია გრძელდება ორ წელზე მეტი. სიმპტომები იწყება ახალგაზრდობიდან და გრძელდება დიდხანს. ასეთი პაციენტები არიან ლეთარგიულები, ჰიპერკრიტიკულები თავისი თავის და სხვების მიმართ, მადა აქვთ დაქვეითებული, აწუხებთ ინსომნია ან ჰიპერსომნია, უიმედოები, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და კონცენტრირება.
მკურნალობა ხდება ფსიქოთერაპიით და ანტიდეპრესანტებით.