დეპერსონალიზაცია არის დისოციაციური დაავადების ტიპი. პოპულაციის დაახლოვებით 50 % აქვსეს გამოცდილება.  

დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია ვლინდება მენტალური დაავადებების სიმპტომებით და ფიზიკური დაავადებების სიმპტომებით, მაგალითად როგორიცაა კრუნჩხვები. კაცებში და ქალებში ერთნაირი სიხშირით გვხვდება. გვხვდება დაახლოებით 16 წლის ასაკში. თუმცა შეიძლება დაიწყოს შუა ბავშვობის დროს. მხოლოდ 5 % -ში გვხვდება 25 წლის ასაკში და უფრო იშვიათად 40 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

ამ დაავადების ეტიოლოგია არის სერიოზული სტრესი რომელსაც განიცდიან პაციენტები შემდეგ შემთხვევებში:
- ბავშვობის დროს გადატანილი ძლიერ ემოციები და უპასუხისმგებლობა
- ბავშვები რომლებზეც ფიზიკურად ძალადობდნენ
- ოჯახური პრობლემების მსხვერპლი ბავშვები
- მენტალურად დაავადებული პაციენტები
- ახლო მეგობრის ან ოჯახის წევრის უეცარი სიკვდილი

დეპერსონალიზაციის სიმპტომებია:  პაციენტებს ჰგონიათ რომ მათ ცხოვრებას გარშემომყოფები ზედმეტად აკვირდებიან.  ვერ აკონტროლებენ თავიანთ საუბარს და შეიძლება გაუაზრებლად წამოსცდეთ რაღაც სიტყვები. არიან ემოციურები და გარიყულები. აქვთ ალექსითიმია ანუ ვერ ხვდებიან და ვერ აღწერენ თავიანთ ემოციებს.

დერეალიზაციის სიმპტომები:  ასეთ პაციენტებს ცხოვრება ყალბი და სიცოცხლეს მოკლებული ჰგონიათ. ხშირად ამახინჯებენ სიტყვებს საუბრის დროს. საუბრის დროს სხვისი საუბარი შეიძლებ ამოეჩვენოთ ან ძალიან ხმამაღალი ან ძალიან ჩუმი, შეიძლება სიარული მოეჩვენოთ ან ძალიან სწრაფი ან ძალიან ნელი. არიან დეპრესიულები.
ზოგ პაციენტს ჰგონია რომ აქვს თავის ტვინის დაზიანება ამის გამო შეიძლება გაგიჟდნენ.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური კრიტერიუმების დახმარებით. პაციენტებს აქვთ ხანგრძლივი ან განმეორებითი ეპიზოდები დეპერსონალიზაციის ან დერეალიზაციის (ან ორივე ერთად), მოწყვეტილები არიან რეალობას,  უჭირთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.

ხშირად ეს დაავადებები განიკურნება ჩარევის გარეშე, თუმცა შეიძლება მან ქრონიკული ფორმა მიიღოს. მკურნალობისთვის საჭიროა ფსიქოთერაპია.