დენგეს ვირუსის გადამტანი არის კოღო. დენგეს ვირუსი იწვევს ცხელებას. ინკუბაციის პერიოდის შემდგმ (3 - 15 დღე) ვლინდება ცხელება, კანკალი, თავის ტკივილი, რეტროორბიტალური ტკივილი, წელის ტკივილი. ტემპერატურა იმატებს 40 გრადუსამდე და თან ახლავს ბრადიკაარდია.
ცხელება და სხვა სიმპტომები გრძელდება 48 საათიდან 96 საათის განმავლობაში და გვხვდება ოფლიანობასთან ერთად. პაციენტი 24 საათის შემდგომ უფრო უკეთ გრძნობს თავს თუმცა სიცხე შეიძლება თავიდან გამოვლინდეს.
ყელის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები როგორიცაა გულისრევის შეგრძნება და ღებინება ხშირია, ასევე ხშირია ჰემორაგიული სიმპტომები, ლიმფადენოპათია ( რომელიც 72 საათის შემდეგ მცირდება). როცა დაავადება მწვავედ მიმდინარეობს ასთენია შეიძლება რამოდენიმე კვირა გაგრძელდეს.
დიაგნოსტიკა ხდება სეროლოგიური ტესტებით, სისხლის საერთო ანალიზით (გვიჩვენებს ლეიკოპენიას), შარდის ანალიზით (ალბუმინურია).
მკურნალობისთვის ეფექტურია აცეტამინოფენი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. პაციენტი უნდა ერიდოს ასპირინის გამოყენებას რადგან სისხლდენის რისკს ზრდის.
ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ენდემურ ადგილებში უნდა ერიდონ კოღოს ნაკბენებს რადგან სწორედ კოღოები არიან ამ ინფექციის გადამტანები. 2015 წლის დეკემბრიდან ხდება ვაქცინების შემუშავება რომლებიც უნდა გამოიყენონ 9 წლიდან 45 წლის ასაკში.