გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)  არის ორგანიზმის მიერ სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა. ჩვეულებრივ ეს ხდება მწვავე დიარეის შემდეგ. ( სითხის დაკარვა ხდება დიარეის, ღებინების, დამწვრობების, ოფლიანობის დროს).
სიმპტომები ყალიბდება დანაკარგის დონეების მიხედვით. მაგალითად ხშირია ტუჩის ლორწოვანის სიმშრალე, წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება,  სიფერმკრთალე, ჩაცვენილი თვალები. მწვავე შემთხვევისთვის დამახასიათებელია: ცრემლის არარსებობა, ძალიან მშრალი კანი, ჰიპოტენზია და შესაძლებელია ასევე  განვითარდეს კომა.
პაციენტს, ვისაც აქვს ჰიპოპერფუზიის ნიშნები,  უნდა მიიღოს იზოტონური (0.9% ფიზიოლოგიური ხსნარი) სითხე, რათა აღდგეს ნორმალური წნევა და პერფუზია.
ასევე მნიშვნელოვანია ორალური რეჰიდრატაციაა (წვენის, წყლის და სხვა სახის სითხის სახით).