კრუპი იგივე მწვავე ვირუსული ლარინგოტრაქეიტი, რესპირატორული ტრაქტის დაავადება. ანთებითი პროცესები ზეგავლენას ახდენს ტრაქეაზე , ხორხზე და შემდგომ ბრონქებზე.
კრუპი არის ყველაზე ხშირი ეტიოლოგია ბავშვებში ხველის, სტრიდორის და დისფონიის.
სტრიდორი ხშირი სიმპტომია, რომელიც გამოიხატება ხმაურიანი სუნთქვით ჩასუნთქვის დროს და გამოწვეულია სასუნთქი გზების სანათურის შევიწროვებით. ვირუსი რომელიც იწვევს კრუპს, პირველად ხვდება ცხვირის ღრუში, შემდეგ ვრცელდება ტრაქეაზე, ხორხზე და შემდეგ ფილტვებში.
ხორხზე ანთების კერა და შეშუპება ახლოსაა ბეჭდისებრ ხრტილთან. ჰისტოლოგიურად გვაქვს შეშუპებული, უჯრედული ინფილტრატები ლორწოვანზე, სუბმუკოზალურ შრეში და ადვენტიციურ შრეში. ინფილტრატები შეიცავენ ლიმფოციტებს, ჰისტიოციტებს, ნეიტროფილებს და პლაზმურ უჯრედებს. ვირუსი ააქტიურებს ქლორის სეკრეციას და აინჰიბირებს ნატრიუმის შეწოვას ტრაქეის ეპითელიუმში. სანათური ვიწროვდება და იწვევს სტრიდორს, ხოლო ხმის იოგებზე ანთებითი პროცესების გადასვლა იწვევს დისფონიას. (ხმის ტემბრის ცვლილება, ჩახლეჩილი ხმა)
გამომწვევები
ყველაზე ხშირი გამომწვევია 1, 2 და 3 ტიპის პარაინფლუენზას ვირუსი (გვხვდება შემთხვევების 80%-ში). პარაინფლუენზა 1 და 2 66% - შია, ტიპი - 3 ქრონიკული ბრონქიტის და პნევმონიის დროს იჩენს თავს. ტიპი 4 კი ჯერ კარგად არ არის გამოკვლეული.
სხვა ინფექციური აგენტებია: ადენოვირუსი, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, ენტეროვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი, ექოვირუსი, რეოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი.
გართულებები
გართულებები კრუპის დროს ძალიან იშვიათია. მხოლოდ 5%-ს დიაგნოსტირებული ბავშვებისას ჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და 2%-ზე ნაკლებს ინტუბაცია. მეორეულმა ბაქტერიულმა ინფექციამ შეიძლება პნევმონია ან ბაქტერიული ტრაქეიტი განავითაროს. ბაქტერიული ინფექცია სიცოცხლისთვის საშიშია. ბავშვს პირველი კვირის განმავლობაში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმა აქვს, ხოლო შემდგომ უვითარდება მწვავე სიმპტომები. ბაქტერიული პათოგენები, რომლებმაც შეიძლება გაართულონ დაავადების მიმდინარეობა არიან: Straphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Moraxela catarrhalis, Streptococcus pneumoniae, Hemophilus influenza.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ახასიათებს ტრიადა; მყეფავი ხასიათის ხველა, სტრიდორი და ხმის ტემბრის ცვლილება. ასევე შეიძლება იყოს დიფუზური ხიხინი, ლეთარგია. აქვთ ჰიპოქსემია და ჰიპერკარბია.
მკურნალობა მოიცავს ცხვირის წვეთებს, ცხელების საწინააღმდეგო წამლებს, დიდი რაოდენობით სითხის მიღებას. ინიშნება დექსამეთაზონი, საწყისი დოზა 0.3 მგ. ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ანტიბიოტიკები.