კრანიოტუბულარული ჰიპეროსტოზი არის ძვლის ოსტეოპეტროზი, მდგომარეობა როდესაც ხდება ძვლის ანომალიური გაზრდა.
ენდოსტეალური ჰიპეროსტოზი: ენდოსტალური ჰიპეროსტოზი არის ავტოსომურად რეცესიული დაავადება. ზეგავლენას ახდენს ქვედა ყბის ძვაზე ბავშვობის ასაკში.  გავლენა აქვს ასევე კრანიალურ ნერვებზე და შეიძლება სახის ნერვის პარეზი გამოიწვიოს. ძვლის სტრუქტურა ნორმალურია და მსხვრევადი არ არის. რენტგენი გვიჩვენებს კრანიალური ფუძის და ყბის სიგანეში ზრდას და სკლეროზს.
სკლეროზები: სკლეროზები აუტოსომურად დომინანტურები არიან. ხშირია აფრიკელებში. თავის ქალის გაზრდა იწყება ბავშვობიდან. შეიძლება შეგვხვდეს სახის ნერვის პარეზი, სინდაქტილია მეორე და მესამე თითზე,  აზიანებს მალებს, მენჯბარძაყის ძვლებზე.
დიაფიზიალური დისპლაზია: დიაფიზიალური დისპლაზია არის აუტოსომურად დომინანტური დაავადება, იწყებს გამოვლენას ბავშვობაში და გვხვდება კუნთების ტკივილი, სისუსტე (ძირითადად ფეხებში). ხშირია კრანიალური ნერვების კომპრესია, ინტრაკრანიალური წნევის გაზრდა.  რადიოგრაფიულად ვხედავთ შესქელებულ პერიოსტეალურ და მედულარულ ზედაპირებს. ძვლების არხი და გარე ძვლების კონტურები არარეგულარულია. კორტიკოსტეროიდები და ტკივილგამაყუჩებელია გამოიყენება ამ დროს.