კრანიოტუბულარული დისპლაზიები არის ოსტეოპეტროზული დაავადებათა ჯგუფი რომლებიც იწვევენ ოსტეოსკლეროზებს. ისინი არიან მემკვიდრული დაავადებები და ხასიათდებიან ძვლების სიმკვრივით და ანომალიური ჩონჩხის მოდელირებით.
მეტაფიზიალური დისპლაზია: მეტაფიზიალური დისპლაზია არის იშვიათი ავტოსომურად რეცესიული დაავადება. დაავადებული ადამიანები კლინიკურად ნორმალურები არიან (Genu valgum, სქოლიოზის და ძვლების მტვრევადობის გარდა). დიაგნოსტიკა ხდება რენტგენით.
კრანიომეტაფიზიალური დისპლაზია: კრანიომეტაფიზიალური დისპლაზია არის ავტოსომურად დომინანტური დაავადება, რომელიც ვლინდება პროგრესულად თავის ქალის გადიდებით და შესქელებით, ასევე ყბის და სახის დეფორმაციით. რადიოგრაფიული ცვლილებები ასაკ-დამოკიდებულია და 5 წლის ასაკში ვლინდება. თავის ქალის ძვლების სკლეროზი არის მთავარი ნიშანი. გრძელ ძვლებს აქვთ განიერი მეტაფიზები.
ფრონტომეტაფიზიალური დისპლაზია: არის X-თან შეჭიდული ავტოსომურად დომინანტური დაავადება. ის ვლინდება ადრეულ ბავშვობაში. ხშირია კბილების ანომალიები, შიდა სასმენი არხის და შუა ყურის შევიწროვება. ამ დროსაც ვიყენებთ რენტგენს გამოკვლევებისთვის. თავის ქალა არის კლეროზული. მენჯი არის დეფორმირებული. თითების ძვლებზე გვხვდება ეროზიები.