კონტაქტური ლინზები გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:
- მიოპია
- ჰიპეროპია
- ასტიგმატიზმი
- ანიზომეტროპია
- აფაკია (კატარაქტის ამოღების შედმეგ)
- კერატოკონუსი
ლინზების გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანთება. კონტაქტური ლინზები მტკივნეულია მაშინ როცა: გარემო ფაქტორების გამო ლინზა თბება, ლინზის ხშირი ამოღების და ჩასმის დროს, უცხო სხეულის შეჭრის შემთხვევაში, ლინზებით ძილის შემთხვევაში.
ინფექციის განვითარების რისკ-ფაქტორებია: ჰიგიენური ნორმების გაუთვალისწინებლობა, ლინზის გასაწმენდად წყლის გამოყენება და სხვა.