კონტაქტური დერმატიტი არის მწვავე კანის ანთება, რომელიც გამოწვეულია გამაღიზიანებელი ფაქტორებით ან ალერგენებით. პირველადი სიმპტომი პრურიტუსია (ქავილის შეგრძნება). კანის ცვლილებები იწყება ერითემიდან და გრძელდება კანის გაცვეთით და დაწყლულებით.

ეტიოლოგია და პათოფიზიოლოგია
გამაღიზიანებლით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი 80 % -ში გვხვდება.  ეს არის არასპეციფიური ანთებითი რეაქცია გამაღიზიანებლის მიმართ. იმუნური სისტემის გააქტიურება არ ხდება.
გამაღიზიანებელი ნივთიერებებია - ქიმიური გამხსნელები, მეტალები,  მარილები, საპნები, მცენარეები.
ფოტოტოქსიური დერმატიტი ვითარდება მაშინ როდესაც ადგილობრივი აგენტები წრმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს და ანთებით მედიატორებს ულტრაიისფერი სხვივების შთანთქმის შემდეგ.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის გამომწვევი მიზეზებია:

ჰაერში არსებული ნივთიერებები -ინსექტიციდი, პოლიზონი.
ქიმიკატები - ტანსაცმელი, ფორმალდეჰიდი.
კოსმეტიკური საშუალებები - დეპილატორები, დეოდორანტები.
საღებავები - ფენილენდიამინი (მაგ.თმის საღებავი)
მეტალები - ნიკელი, კობალტი, ვერცხლის წყალი
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სენსიტიზაციის ფაზაში ალერგენები იკავებენ ლანგერჰანსის უჯრედებს (დენდრიტულ ეპიდერმული უჯდრედები). შემდეგ გადადიან ლიმფურ კვანძებში სადაც ისინი წარდგებიან T უჯრედების წინ. ეს პროცესები ჩვეულებრივ 6-10 დღე გრძელდება თუმცა შეიძება წელიც დასჭირდეს. T უჯრედები ბრუნდებიან ეპიდერმულ შრეში და ააქტიურებენ ციტოკინებს და ანთებით უჯრედებს.

სიმპტომები და ნიშნები
გამაღიზიანებლით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი უფრო მტკივნეულია. ნიშნებია: ერითემა ეროზია, პუსტულები, ბულები, წყლულები დაშეშუპება.
ალერგიულის შემთხვევაში ქავილი და ზოგჯერ ტკივილი არის გამოვლინება.

მკურნალობა
ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტებით მკურნალობა გულისხმობს ცივ კომპრესებს, კორტიკოსტეროიდებს. მწვავე და საშუალო სიმძიმისას პერორალური კორტიკოსტეროიდები ინიშნება.