ბავშვებს რომლებსაც აქვთ ნაწლავთა შეკრულობა, აწუხებთ ტკივილი დეფეკაციის დროს. ჩვილებში ძალიან რთულია ამოიცნო ეს მდგომარეობა. ნორმალურად დეფეკაცია  დღეში 4 -ჯერ შეიძლება ჰქონდეს, ზოგ შემთხვევაში კი ერთხელ დღეში.
ჩვილ ბავშვებში მეკონიუმი 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიყოს ნაწლავებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ჩვილს დეფეკაციის პრობლემა აქვს.
შეკრულობა შეიძლება იყოს გამოწვეული ჰიშპრუნგის დაავადებით. ამ დროს ხდება ნაწლავთა ობსტრუქცია თუმცა იშვიათ შემთხვევებში.
გამოკვლევა ხდება დეფეკაციის სიხშირის და განავლის კონსისტენციის შესწავლით.  კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია საჭიროა სიმსივნის გამოსარიცხად.