თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის გამომწვევი Toxoplasma gondii-ია. ეს ინფექცია დაინფიცირებული დედიდან  ნაყოფს გადაეცემა ტრანსპლაცენტარული გზით. დიდი ხნის განმავლობაში დედის ორგანიზმში ტოქსოპლაზმოზი მსუბუქი ფორმითაა და შეუმჩნეველია, მაგრამ  შემდგომ ბავშვში იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს.

სიმპტომები
მუცლადყოფნის პერიოდში ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირება ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ნაყოფის თვალები, ნერვული სისტემა, კანი და ყურები.
ხშირად, ინფექციის ნიშნები დაბადების შემდგომაა შესამჩნევი.  თუ ჩვილს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, სიმპტომები არ გამოვლინდება თვეებიდან  წლამდე.
სიმპტომებია:
- ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია
- ღებინება
- თვალის დაზიანება ბადურის ანთების შედეგად
- კვების პრობლემები
- სიყრუვე
- სიყვითლე
- დაბადებიდან დაბალი წონა
- კანზე გამონაყარი (მოწითალო, მოლურჯო)
- მხედველობის პრობლემები
- კრუნჩხვები

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური გამოკვლევით და სხვადასხვა ტესტებით.
ასეთ პაციენტებს აქვთ შეშუპებული ელენთა და ღვიძლი, კანის სიყვითლე,  თვალის ანთება, შეიძლება ჰქონდეთ ჰიდროცეფალია, გადიდებული ლიმფური კვანძები, მაკროცეფალია ან მიკროცეფალია.
საჭიროა გაკეთდეს ამნიონური სითხის, ნაყოფის სისხლის PCR ანალიზი, განისაზღვროს დედის სისხლში Ig G ტიტრი. თანდაყოლილ ტოქსოპლაზმოზზე ეჭვის დროს მნიშვნელოვანია ახალშობილის ტვინის გამოკვლევა მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით, CSF-ის ანალიზი, თვალის კვლევები და
ნევროლოგიური შემოწმება.

მკურნალობა

- სპირამიცინი ინიშნება ინფექციის დედიდან ნაყოფზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად.
- პირემეთამინი და სულფადიაზინის კომბინაცია საჭიროა ინფიცირებული ნაყოფის განსაკურნად.

შესაძლო გართულებები
- ჰიდროცეფალია
- სიბრმავე
- ნევროლოგიური პრობლემები

პრევენცია
ქალებმა, რომლებიც აპირებენ დაორსულებას, მიზანშეწონილია  ჩაიტარონ საჭირო ტესტები რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი გართულებები.
ქალებს რომლებსაც ორსულობის დროს შინაურ ცხოველად  ჰყავთ კატა , ზრდის ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირების რისკს.