სიფილისი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Treponema pallidum  და მიეკუთვნება სპიროქეტების ოჯახს.
გვხვდება 2 ფორმის სიფილისი: შეძენილი, რომელიც გადაეცემა სექსუალური კონტაქტის შემდგომ და თანდაყოლილი, რომელიც გადაეცემა ჩვილს დედისგან  ტრანსპლაცენტარულად.
ინფექცია ორაგნიზმში ვრცელდება პერივასკულარული ლიმფური კვანძებით და შედის სისტემურ ცირკულაციაში. პირველადი დაზიანებები ჩნდება დაინფიცირებიდან საათებში. მეორეული დაზიანებები ვითარდება  ექტოდერმული წარმოშობის ქსოვილებში (მაგ.კანი, მუკოზური მემბრანა). ეს დაზიანებები ჩნდება 6 - დან 12 კვირამდე პერიოდში. მეორადი ინფექცია ხდება ლატენტური 1-2 თვის შემდეგ.
თანდაყოლილი სიფილისი როგორც უკვე ვთქვით ტრანსპლაცენტარულად  გადადის დედის ორგანიზმიდან ბავშვის ორგანიზმში მუცლად ყოფნის პერიოდში.  ემბრიონალური ინფექცია შეიძლება განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ დროს.
ანთებითი ცვლილებები არ აღინიშნება პირველ ტრიმესტრში მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ორგანო მოცულია ინფექციით.  

ეტიოლოგია და ეპიდემიოლოგია
სიფილისს იწვევს Treponema pallidum, რომელიც ეკუთვნის სპიროხეტების ოჯახს.  ინფექციის გავრცელება ხდება სექსუალური კონტაქტით და ტანსპლაცენტარულად.
19850-1990 წლებში,  სიფილისი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.  სიხშირე გამოწვეული იყო არალეგალური წამლების მოხმარებით როგორიცაა (კრეკი, კოკაინი).

პროგნოზი
დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, დროული და სწორი მკურნალობა საკმაოდ კარგ პროგნოზს იძლევა.

სიმპტომები
ცხელება, დაღლილობა, ფარინგიტი, ანორექსია, ართრალგია, ბულოზური გამონაყარი ან მაკულარული სპილენძისფერი გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე, ასევე პაპულარული გამონაყარი ცხვირის და პირის გარშემო, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს ოპტიკური ატროფია, ინტერსტიციალური კერატიტი, რქოვანის დანაწიბურება და სიბრმავე. ასევე ჩნდება გუმატოზური წყლულები ცხვირის და რბილი სასის მიდამოში, პერიოსტალური დაზიანებები.


დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია დედის ისტორიაზე, კლინიკურ მახასიათებლებზე. ასევე სადიაგნოსტიკოდ კეთდება არატრეპონემული (VDRL , RPR) და ტრეპონემული ტესტები (FTA-ABS , MHA-TP).
მკურნალობისთვის საჭიროა: პენიცილინი, პროკაინ პენიცილინი.