ეს დაზიანება შეიცავს სკლეროზულ ადენოზს, პაპილომას და ეპითელურ ჰიპერპლაზიას ერთად. რადიალური სკლეროზული დაზიანება არის არარეგულარული ფორმის და ემსგავსება ინვაზიურ კარცინომას. მორფოლოგიურად დამახასიათებელია "radial scars"-ები. არ არის ასოცირებული წინამორბედ ტრამვასთან ან ქირურგიულ ჩარევასთან. დიაგნოსტიკა ხდება რადიოლოგიური მამოგრაფიით.