კლოსტრიდიული მანეკროზირებელი ენტერიტი არის წვრილი ნაწლავის დანეკროზება რომელსაც იწვევს ბაქტერია Clostridium perfringens. დაავადებას იწვევს ბეტა-ტოქსინი, რომელიც ძალიან სენსიტიურია პროტეოლიზური ფერმენტების მიმართ და ინაქტივირებას განიცდის  საჭმლის თერმულად მომზადების დროს. ნაწლავის ნეკროზი სეგმენტურია, იწვევს ლორწოვანის დაზიანებას და პერფორაციას.
რისკ ფაქტორებია
- დაბალი კვებითი ჰიგიენა
- პროტეინების ნაკლებობა
- დიეტა
- პარაზიტული ინფექციები

ნეიტროპენიული ენტეროკოლიტი:  ნეიტროპენიული ენტეროკოლიტი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ასოცირებულია სეფსისსთან და გამოწვეულია ბაქტერია C. septicum-ით. სიმპტომებია ცხელება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა და დიარეა.
დიაგნოსტიკა ხდება სიმპტომებით და კლინიკური მახასიათებლებით, წარმოდგენილია მწვავე ნეიტროპენია, საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია და ბაქტერიოლოგიური ანალიზი. მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით და შეიძლება ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.