კანდიდოზი არის კანის ან ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექცია, რომელსაც იწვევს Candida albicans. კანდიდოზების ლოკაციის ადგილი სხეულზე  უმეტეს შემთხვევაში არის კანი, ლორწოვანი გარსი, პენისი და თითების გარშემო არე.

ეტიოლოგია
Candida საფუარა სოკოა, რომელიც კანს და ლორწოვან მემბრანას აზიანებს. რისკ ფაქტორი ამ ინფექციის განვითარების არის ცხელი ამინდები, სუსტი ჰიგიენა, ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ ფლორის დარღვევა, იმუნოსუპრესიული მედიკამენტები, ორსულობა, დიაბეტი, ენდოკრინოპათიები, ჰიპოთირეოზი და T  უჯრედების დეფექტები.

ინფექციის აზიანებს საზარდულის არეს, დუნდულოს ნაკეცების არეს, იღლიებს, პენის და მკერდის არეს.
ვულოვუვაგინალური კანდიდოზი ხშირია ქალებში. ფრჩხილის ინფექცია და  პარონიქია ვითარდება ფრჩხილის დაბინძურების შედეგად. ოროფარინგიალური კანდიდოზი ხშირია იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.
კანის და ლორწოვანის გარსის კანდიდოზი გვხვდება ფრჩხილებზე, კანზე და პირხახის ერეში. ქრონიკული კანის და ლორწოვანის გარსის კანდიდოზი  ვითარდება აუტოსომურ რეცესიული დაავადებების დროს.

სიმპტომები და ნიშნები
ქავილი, ერითემატოზული ლაქები (სხვადასხვა ფორმისა და ზომის).
ერითემები რთულია ამოიცნო მუქი კანის მქონე ადამიანებში.  
პირხახის კანდიდოზი წარმოდგენილია პირის ღრუს თეთრი ფოლაქებით .

დიაგმოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური გამოკვლევით.
მკურნალობა მოიცავს ტოპიკალურ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს.  
ფლუკონაზოლი 150 მგ კვირაში ერთხელ 2-დან 4 კვირის განმავლობაში.