ბრონქოპულმონარული დისპლაზია არის ფილტვის ქრონიკული დაზიანება, რომელიც გვხვდება დღენაკლ  ჩვილებში, გახანგრძლივებული მექანიკური ვენტილაციის პირობებში.
ჩვილების უმრავლესობას, რომლებსაც უვითარდებათ ბრონქოპულმონარული დისპლაზია აქვთ ასევე რესპირატორული დისტრეს სინდომი.  რესპირატორული დისტრესის დროს ხდება სურფაქტანტის დონის ძლიერი შემცირება რადგან ზიანდება პნევმოციტი, სწორედ ის უჯრედი, რომელიც წარმოქმნის ამ ნივთიერებას. სურფაქტანტის გარეშე ფილტვი კოლაფსირებულია და ჩვილს სჭირდება დიდი ძალისხმევა რომ ისუნთქოს. ამიტომ ბავშვებს, ვისაც ეს თანხმლები დაავადება აქვთ  სურფაქტანტის ჩანაცვლების თერაპიას უტარებენ. ასევე მათ ჭირდებათ ჟანგბადით გაჯერება.
სიმპტომებია: მოკლე, ჩქარი სუნთქვა,  გაძნელებული სუნთქვა, სახის მიმიკები რომლებიც გვიჩვენებს რომ ჩვილი დისკომფორტშია, ტაქიპნეა.
დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიული ტესტების საშუალებით.
- არტერიული სისხლის აიერების დონე. რათა განისაზღვროს აციდოზი, ჰიპერკარბია და ჰიპოქსია.
- ფილტვის ფუნქციური ტესტები

ვიზუალიზაციური კვლევები როგორიცაა:

- რენტგენოლოგიური გამოკვლევა - რათა ამოვიცნოთ ბრონქოპულმონარული დისპლაზია. ასევე ატელექტაზი, პნევმონია, ფილტვის მოცულობის შემცირება, ფილტვის ედემა  ან ემფიზემა.
- გულმკერტის მაგნეტური რეზონანსული გამოკვლევა

ბიოფსია კეთდება როცა გვაქვს
- ფილტვის მწვავე დაზიანება
- ექსუდატიური ბრონქიოლიტი
- პროლიფერაციული ბრონქიოლიტი
- ობლიტერაციულ ფიბროპროლიფერაციული ბრონქიოლიტი