პაპილომა იზრდება დილატირებულ სადინრებში და შედგება მრავალი ფიბროვასკულური წარმონაქმნებისგან. ეპითელური ჰიპერპლაზია და აპოკრინული მეტაპლაზია ყველაზე ხშირი ჰისტოლოგიური ცვლილებაა. დაზიანების ლოკაციის ყველაზე ხშირი ადგილია დვრილები და თან ახლავს გამონადენიც. კლინიკურად ვლინდება ძუძუს გამონადენი, რომელიც არის სისხლიანი, არის ნეკროზის შედეგი. კლინიკურად ვლინდება როგორც პატარა პალპირებადი მასა და კალციფიკაცია რომელიც მამოგრაფიულ კვლევაზე ჩანს.