ბიპოლარული აშლილობა ვლინდება მანიაკალური დადეპრესიული სიმპტომატიკით. გვხვდება 20 - დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში. შეიძლება შეგვხვდეს როგორც მამაკაცებში ისევე ქალებში.
ბიპოლარული 1 აშლილობა:  ასეთ პაციენტებს აქვთ მანიაკური ეპიზოდები, ცდილობენ დაარღვიონ ნორმალური სოციალური და ოკუპაციური ფუნქციები.
ბიპოლარული 2 აშლილობა:  აქვთ დეპრესიული და ჰიპომანიაკური ეპიზოდები.
 

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია თუმცა მნიშვნელოვანი როლი აქვს სეროტონინის რეგულაციის დარღვევას თავის ტვინში, სიმპატომიმეტურ წამლებს (კოკაინი, ამფეტამინი), ალკოჰოლს და ანტიდეპრესანტებს .

მანიაკალური სინდრომი: მანიაკალური სინდრომი გამოიხატება გაღიზიანებით,  უძილობით, ლაპარაკობენ ჩვეულებრივზე უფრო ბევრს, არიან იმპულსურები, აქვთ მიდრეკლიება საშიში სპორტის სახეობების მიმართ.
მანიაკალური ფსიქოზი:  ეს ფორმა რთულად განირჩევა შიზოფრენიისგან.    აწუხებთ ჰალუცინაციები, აქტიურობის დონე ძალიან მომატებულია, ხშირად ყვირიან, იგინებიან და მღერიან.

მკურნალობა ხდება ფსიქოზური სტაბილიზატორებით, ფსიქოთერაპიით.