IgA ნეფროპათია არის იმუნოგლობულინ A-ს დაგროვება და ჩალაგება თირკმლის გლომერულებში. დაავადება  ვლინდება ნეფრიტული სინდრომით და გლომერულონეფრიტის ყველაზე ხშირი ფორმაა მსოფლიოში. ვლინდება 20 წლის ასაკში, უფრო ხშირად მამაკაცებში ვიდრე ქალებში. უფრო ხშირია თეთრკანიანებში ვიდრე შვკანიანებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, მარგამ არის რამდენიმე მექანიზმი:

იზრდება IgA 1 ის წარმოქმნა. დეფექტური გლიკზილირება ზრდის მეზანგიალურ  უჯრედებთან დაკავშირების ხარისხს. დეფექტურია ლორწოვანის იმუნური სისტემა.

ციტოკინების გაზრდილი რაოდენობა ასტიმულირებს მეზანგიალური უჯრედების პროლიფერაციას.

სიმპტომები

ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მიკროსკოპული ჰემატურია ან ასიმპტომური მიკროსკოპული ჰემატურია პროტეინურიით. გვერდის ტკივილი ფერდქვეშა არეში, შეიძლება იყოს ცხელება. მასიური ჰემატურია იწყება ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდგომ 2 დღეში.

დიაგნოზი

შარდის ანალიზი

თირკმლის ბიოფსია