კეთილთვისებიან ხორხის სიმსივნეებში შედის პაპილომა, ჰემანგიომა, ფიბრომა, ქონდრომა, მიქსომა და ნეიროფიბრომა. ეს სიმსივნეები შეიძლება ხორხის ნებისმიერ ნაწილზე წარმოიქმნას. პაპილომები და ნეიროფიბრომიბი შესაძლებელია ავთვისებიანში გადაიზარდოს და ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
კეთილთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები იწყება ხმის ჩახლეჩით ახასიათებს დისპნოე, დისფაგია, ოტალგია და ჰემოპტიზი.
დიაგნოსტიკა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, ხოლო მკურნალობა ხმის აღდგენით, სფინქტერის ფუნქციების მოწესრიგებით და სასუნთქი გზების ფუნქიების გამოსწორებით. პატარა დაზიანებები შეიძლება ენდოსკოპიურად განიკურნოს. უფრო დიდი დაზიანებები კი მოითხოვს ფარინგოტომიას.