ბაზალიომა კანის ბაზალურ უჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნეა.
ეს სიმსივნე ნელა იზრდება და გამოიხატება პაპულებით და ნოდულებით, რომლებიც  ეპიდერმალური უჯრედებისგან წარმოიქმნებიან.
ბაზალიომა წარმოიქმნება ბაზალური შრის მახლობელი კერატინოციტებისგან.  მეტასტაზები იშვიათია, ხასიათდება ლოკალური ზრდით და დესტრუქციით.
ბაზალიომა კანის ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა და იშვიათია მუქი კანის მქონე ადამიანებში.

სიმპტომები
ნოდულარული ფორმა - 60 %. ზომით პატარაა და მკვრივი, ხასიათდება ნოდულებით და მოვარდისფრო ტელანგიექტაზიებით.
ზედაპირული ფორმა - ან წითელია ან მუქი ვარდისფერი და მისი ადგილმდებარეობა ხშირად წელის მიდამოებშია.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ბიოფსიით ხდება.

მკურნალობა
ლოკალური ამოკვეთა