ბაქტერიული ტრაქეიტი ტრაქეის ინფექციაა, გამოწვეულია ბაქტერიით და შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვებში. ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერია არის Staphyloccocus aureus.
ეს დაავადება გავლენას ახდენს ტრაქეაზე, ხორხზე და ბრონქებზე. მთავარი ლოკაციის ადგილი ბეჭდისებრი ხრტილის ადგილია. მწვავე სასუნთქი გზების ობსტრუქცია ვითარდება სუბგლოტური შეშუპების ფონზე.
ფიზიკური მახასიათებლებია: ცხელება, სტრიდორი, ხმამაღალი ხველა, დისფონია, ციანოზი, დისპნეა, რეტრაქცია, ოდინოფაგია,
სხვა გამომწვევებია: S.pyogene, Streptococcus pneumoniaes, Moraxela catarrhalis, Hemophilus influenzae, Klabsiella, Pseudomona, Postostreptococcus, Prevotella.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა ჰემოკულტურა და ტრაქეალური სეკრეტის მიკროსკოპული კვლევა.
ვიზუალიზაციის კვლევები, ლარინგოტრაქეობრონქოსკოპია (გვჭირდება დიაგნოზის დასაზუსტებლად, ხდება პირდაპირი ვიზუალიზაცია ტრაქეის სეკრეტის).
ძალიან მნიშვნელოვანია, სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა . თუ ინტუბაციაა საჭირო, გამოიყენება ენდოტრაქეალური მილი 0.5-1 ზომის, ანტიბიოტიკები (მესამე თაობის ცეფალოსპორინები (ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი) ) და პენიცილინაზა რეზისტენტული პენიცილინები (ოქსაცილინი, ნაფცილინი). ასევე ვიყენებთ, ვანკომიცინს კლინდამიცინთან ერთად ან მის გარეშე.