ბაქტერემიას ძალიან ხშირად იწვევს Streptococcus pneumoniae. ძირითადი სიმპტომი რომელიც ბავშვებში ვლინდება ცხელებაა, სხვა მხრივ დაავადება ასიმპტომატურია.
დიაგნოსტიკა დამოკიდებულია სისხლის ანალიზებზე. ვაქცინაცია, ბაქტერემიის თავიდან აცილების  კარგი გზა არის. ანტიბიოტიკები ეფექტურია მკურნალობისთვის.

3 წლამდე ბავშვებში ხშრია ცხელება. ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ სხვა სიმპტომებიც, როგორიცა: ხველება, ცემინება ან ცხვირიდან გამონადენი, რაც ეხმარება ექიმს  იპოვოს გამომწვევი მიზეზი და შეურჩიოს სწორი მკურნალობის სქემა. ხანდახან კი ბავშვს შეიძლება მხოლოდ სიცხე ჰქონდეს. ბავშვებში სიცხე, ხშირად, ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული და მკურნალობის გარეშეც მალე გაივლის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შარდ-სასქესო ინფექციებთან ან თუნდაც აქ განხილულ ბაქტერემიასთან  გვქონდეს საქმე.

სიმპტომები
ბაქტერემიის დროს მთავარი სიმპტომი ცხელებაა - 39C. ბავშვებში რომლებსაც აქვთ სხვა სიმპტომებიც (ხველება, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი) ბაქტერემია გამოირიცხება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
-ჰემოკულტურა
-შარდის ანალიზი
-შარდის ბაქტერიოლოგია
-განავლის ანალიზი
3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებში იყენებენ აცეტამინოფენს.