კოლიკა მუცლის ღრუს შეტევითი ტკივილებია (ნაწლავებში დაგროვილია აირები, ბავშვებს აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში). ხშირია 3-4 თვის ბავშვებში. იწვევს პაროქსიზმულ ტირილს და გაღიზიანებადობას.
გაუთავებელ ტირილს მოსდევს აეროფაგია და მუცლის ღრუს შებერილობა. ასეთი ბავშვებში დღეში დაახლოვებით სამი საათი ტირიან. დიაგნოსტიკისას პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ ისეთი დიაგნოზები როგორიცაა: ცხელება, ყურის ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები.
გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება: რაიმე პროდუქტზე მომატებული მგრძნობელობა, საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მოუმწიფებელი ნერვული სისტემა.