აუტოიმუნურ ჰემოლიზურ ანემიას იწვევს ანტისხეულები რომლებიც მოქმედებენ სისხლის წითელი უჯრედების საწინააღმდეგოდ >37 გრადუს ტემპერატურაზე ან პირიქით.
ეტიოლოგია
განარჩევენ Warm antibody hemolytic aemia - რომელიც ყველაზე ხშირი ფორმაა და უმეტესად ქალებში გვხვდება. ამ დროს ანტისხეულები მოქმდებას იწყებენ 37 მეტ გრადუს ტემპერატურაზე. ასოცირებულია წითელ მგლურასთან, ქრონიკულ ლიმფოზურ ლეიკემიასთან ან შეიძლება სპონტანურად გამოვლინდეს.
Cold agglutinin disease დროს ანტისხეულები მოქმედებენ 37 ნაკლებ გრადუს ტემპერატურაზე და ჩვეულრივ გვხვდება ინფექციების დროს.
სიმპტომები
Warm antibody hemolytic anemia - არის მწვავე ფორმა, ხასიათდება სიცხით, გულმკერდის ტკივილით, შესაძლებელია ასეთ პაციენტებს ჰქონდეთ სინკოპე ან გულის უკმარისობა.
Cold agglutinin დროს დამახასიათებელია ზურგის ტკივილი, ფეხების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება, დიარეა და მუქი ყავისფერი შარდი.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება ანტიგლობულინის ტესტით.
მკურნალობა კი ხდება კორტიკოსტეროიდებით, სპლენექტომიით, იმუნოგლობულინით, იმუნოსუპრესანტებით.