ასთმა ხასიათდება სასუნთქი გზების ანთებითი ჰიპერაქტიურობით, შედეგი კი შექცევადი ობსტრუქციაა. ხდება ლორწოვანი გარსის ანთება, ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოვანი ჯირკვლების აქტიური სეკრეცია და საბოლოოდ მათი დაზიანება. ეს ჰიპერაქტიურობა ეპიზოდურია. ხშირია ახალგაზრდებში და ბავშვებში.

გამომწვევი მიზეზები

იდიოსინკრაზული ასთმა 50 % ასთმურ პაციენტებში გვხვდება და არაალერგიულია. ბრონქიალური რეაქცია აქტიურდება ინფექციის, ინჰალაციური საშუალებების, ცივი ჰაერის, ვარჯიშის და ემოციური სტრესის საპასუხოდ.
ალერგიული ასთმის დროს იმუნური პასუხია ჩართული. E იმუნოგლობულინის კონცენტრაცია იზრდება. ამ ტიპის დროს მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი  რადგან დააავადება ხშირად გენეტიკურია. სხვა სიმპტომებია : რინიტი, ურტიკარია, ეგზემა. პროგნოზი კარგი აქვს.
ხშირია რესპირატორული ინფექციები ისეთი როგორიცაა რინოვირუსები. ფარმაკოლოგიურმა სტიმულმაც შეიძლება ასთმა გამოიწვიოს, განსაკუთრებით ასპირინმა, ტეტრაზინმა და ბეტა ადრენერგულმა ანტაგონისტებმა.
ტიპიურად ასპირინის მიმართ მგრძნობელობა-ნაზალური პოლიპოზის სინდრომი გვხვდება მოზრდილებში. იწყება ვაზომოტორული რინიტით, მოგვიანებით  ასთმა იწყება უმცირესი ასპირინის მიღებითაც.

პათოფიზიოლოგია

დიდი და პატარა სასუნთქი გზების შევიწროვებას იწვევს ლორწოვანი გარსის გასქელება-ჰიპერტროფია, ბრონქიალური კუნთების სპაზმი, ედემა, ანთება და ლორწოს წარმოქმნა.
მედიატორები რომლებიც ამოიცნობიან ასთმური შეტევისას არიან: ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლეიკოტრიენები C, D, E , პროსტაგლანდინები  E2, F2a, D2.

სიმპტომები და ნიშნები
მსუბუქი შეტევისას დამახასიათებელია ტაქიპნოე, ტაქიკარდია, ხანგრძლივი ამოსუნთქვა, დიფუზური ხიხინი.
მწვავე შეტევისას სასუნთქი კუნთების გამოყენება, საგრძნობლად შემცირებული სუნთქვა, ხმამაღალი ხიხინი, ნეკნთაშუა რეტრაქცია.
მწვავე ფაზის დროს სისხლის არტერიული აირების პრობლემებია წარმოდგენილი, დაკლებულია PaCO2, მომატებულია pH, ნორმალური ან დაკლებულია PaO2.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ხდება სპირომეტრიით.

მკურნალობა

ბეტა ადრენერგული აგონისტები ინჰალაციის გზით, როგორიცაა ალბუტეროლი (სალბუტამოლი) და ტერბუტალინი ეფექტურია მკურნალობისთვის. ასევე ამინოფილინი და თეოფილინი არიან ბრონქოდილატორები, ისინი ზოგჯერ ქრონიკული შემთხვევებისთვისაც გამოიყენებიან, განსაკუთრებით პაციენტებში რომლებსაც ხველა განსაკუთრებით ღამით ურთულდებათ.
ანტიქოლინერგული მედიკამენტები როგორიცაა იპრატროპიუმის ბრომიდი და თიოტროპიუმი გამოიყენებიან თანმხლები გულის დაავადებების დროსაც.
ქრონიკული ასთმისას სისტემური სტეროიდები არის ეფექტური.
ასევე საჭიროა პოხიერი უჯრედების-მასტოციტების სტაბილიზაცია რაშიც გვეხმარება კრომოლიდი და ნედოკრომილი. ეს წამლები ქრონიკული ასთმის დროს არის ეფექტური.