ართროზი დღესდღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამოიხატება სახსრების ტკივილით, დილით ძლიერი სისუსტით და შებოჭვით, მოძრაობის გაუარესებით, შესაძლოა სახსრების ადგილებში წანაზარდები იყოს წარმოდგენილი, ამ დროს პაციენტები უჩივიაან მოძრაობის დროს ძლიერ დისკომფორტს, სახსრების ჭრაჭუნს და ტკივილს.
გამომწვევი მიზეზები
მიზეზები შეიძლება იყოს მეტაბოლიზმის დარღვეევა, ტრამვული ფაქტორები და გენეტიკური ფაქტორები. სასახსრე ხრტილები იწყებენ გათხელებას, განლევას და წარმოიქმნება ოსტეოფიტები და სუბქონდრული კისტები.
არსებობს პირველადი და მეორადი ართროზი. თუ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა, პირველი ტიპის ართროზზე უნდა მივიტანოთ ეჭვი რომელიც იდიოპათურია. მეორე ტიპის შემთხვევაში კი გამომწვევი მიზეზი ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფორმის მოშლილობაა.
სიმპტომები
- მექანიკური ხასიათის ტკივილი
- დილის შებოჭვა
- მოძრაობის შემცირება
- სახსრების კრეპიტაცია
დიაგნოსტიკა
- ართროსკოპია
- რენტგენული კვლევა
- მაგნიტური რეზონანსული გამოკვლევა
მკურნალობა
- აცეტამინოფენი
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები