აპნოე არის რესპირატორული პაუზა, რომელიც გრძელდება 20 წამზე მეტი, ასოცირებულია ბრადიკარდიასთან, ცენტრალურ ციანოზთან, ჟანგბადის დაბალ სატურაციასთნ ( <85%) და ვითარდება ახალშობილებში რომელთა გესტაციური ასაკი 37 კვირაზე ნაკლებია.
ახალშობილების 25%-ს, აპნოე უვითარდებათ დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ.
იგი შეიძლება იყოს ცენტრალური, ობსტრუქციული ან ორივე ერთად. ცენტრალური აპნოე ასოცირებულია მედულას რესპირატორული ცენტრის დარღვევებთან.
ობსტრუქციულს კი იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქცია/დახშობა. ორივე ტიპის აპნოე ხშირად გვხვდება ერთად და იწვევს ჰიპოქსემიას, ციანოზს, ბრადიკარდიას.
ასეთ ახალშობილებს სატურაცია <85% აქვთ.
გამომწვევი მიზეზებია: ჰიპერკალცემია, სეფსისი, ინტრაკრანიალური ჰემორაგია, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი.
სიტუაციის გამოსასწორებლად იყენებენ სხვადასხვა წამლებს. ერთერთი მათგანი და ყველაზე უსაფრთხო კოფეინია.