ანალგეზიური ნეფროპათია არის ქრონიკული ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, რომელსაც იწვევენ ანალგეზიური საშუაებები (2 კგ-ზე მეტი დღეში). ამ დაავადებაში იგულისხმება ანალგეზიური საშუალებების ერთობლივად დიდი რაოდენობით მიღება (ასპირინი, აცეტამინოფენი, კოდეინი, კოფეინი). ანალგეზიური ნეფროპათია ჭარბობს ქალებში (50დან 55 წლამდე.).
სიმპტომები
პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაზიანება არა ნეფროზული პროტეინურიით, ზომიერი ნალექით შარდში ან სტერილური პიურიით. ჰიპერტენზია, ანემია, შარდის არასაკმარისი რაოდენობა. ფერდქვეშა ტკივილი, ჰემატურია, თირკმლის პაპილარული ნაწილების ობსტრუქცია - პაპილარული ნეკროზის ნიშნებია, რომელიც დაავადების ბოლო სტადიაზე ჩნდება. ქრონიკული ჩივილებია: კუნთების ტკივილი, თავისტკივილი, დისპეპსია. ეს სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ანალგეზიური წამლების ხანგრძლივმა მოხმარებამ.
დიაგნოზი
ქრონიკული ანალგეზიური საშუალებების გამოყენების ანამნეზი
კომპიუტერული ტომოგრაფია სადაც ჩანს - თირკმლის შემცირებული ზომა.
პაპილარული კალციფიკაცია.