ალცეიმერი განუკურნებელი დაავადებაა და დემენციების 60-80% შეადგენს. ამ დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მას უკავშირებენ ნერვული უჯრედების დაზიანებას, იმპულსების გადაცემისთვის საჭირო ნივთიერებეის ნაკლებობას და გენეტიკურ განწყობას.
სიმპტომები
მეხსიერების დაკარგვა მთავარი სიმპტომია, ასეთი პაციენტები ხშირად იმეორებენ იგივე შეკითხვებს. უჭირთ ნაკარნახები მოძრაობების შესრულება, უჭირთ ფიქრი და ავიწყდებათ სიტყვები, ასევე ვერ ამოიცნობენ თავიანთვის ნაცნობ ადამიანებს და საგნებს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა პაციენტის გამოკითხვა, გენეტიკური ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. ასევე აუცილებელია ლაბორატორიული ტესტები და ნეიროვიზუალიზაცია რადიოლოგიური კვლევებით.
მკურნალობა
მკურნალობა ხდება ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით როგორიცაა დონეზეპილი, რივასტიგმინი და გალანტამინი.