ალერგიული კონიუქტივიტი არის მწვავე ან ქრონიკული ანთება, რომელსაც იწვევს ალერგენი.
სეზონური ალერგიული კონიუქტივიტი: გამოწვეულია სეზონური ცვლილებებით, გვხვდება გვიანი ზაფხულის ან გაზაფხულის დროს.
ატოპიური კონიუქტივიტი: გამოწვეულია მტვრით, ცხოველების ბეწვით და არ არის სეზონური.
კერატოკონიუქტივიტი: ყველაზე მწვავე ფორმაა, არის ალერგიული წარმოშობის და გვხვდება ბიჭებში 5-დან 20 წლამდე, განსაკუთრებით მათში ვისაც აქვთ ეგზემა, ასთმა ან სეზონური ალერგიები.
სიმპტომები
პაციენტს აწუხებს ორმხრივი, ინტენსიური ქავილი, კონიუქტივური ჰიპერემია, ფოტოსენსიტიურობა, ედემა, წყლიანი გამონადენი. ხშირია თანმხლები რინიტი და სხვა ატოპიური დაავადებები როგორიცაა ეგზემა, ალერგიული რინიტი და ასთმა.
სეზონური კონიუქტივიტი: რქოვანას ნეიროვასკულარიზაცია და დაზიანება, მხედველობის დაქვეითება.
კერატოკონიუქტივიტი: გართულებული ფოტოფობია, გამონადენი და წინა ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მსგავსი სიმპტომი.
დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით.
მკურნალობისთვის გამოიყენება:
-ანტიჰისტამინები (კეტოტიფენი, ოლოპატადინი, ბეპოტასტინი, ალკაფტადინი)
-ანტიანთებითი არასტეროიდები (კეტოროლაკი)
-პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები (პემიროლასტი, ნედოკრომილი, აზელისტინი)
-ტოპიკალური კორტიკოსტეროიდები (ლოტეპრედნოლი, პრედნიზონი)