ადენოიდების ჰიპერტროფია და ანთება ძალიან ხშირია ბავშვებში. ადენოიდები არის ლიმფური კვანძების მასები ცხვირხახის უკანა მიდამოში. ადენოიდები ზომით ყველაზე დიდები 2-დან 6 წლის ასაკში არიან. გადიდება შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან ვირუსული, ბაქტერიული ინფექციის ფონზე. ზომაში გადიდების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ალერგია, სხვადასხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რეფლუქსი.
პაციენტებს რომლებსაც აქვთ ადენოიდების ჰიპერტროფია აწუხებთ სუნთქვის უკმარისობა, უძილობა, ჰალითოზი, მწვავე ყურის ანთება, სმენის დაკარგვა ნაზოფარინგიტი, რინოსინუსიტი, ეპისტაქსი, ხველა.
დიაგნოსტირება ხდება ნაზოფარინგოსკოპიით და რენდგენოლოგიური გამოკვლევით (ანგიოფიბრომის ან სიმსივნის შემთხვევაში).
მკურნალობისთვის მთავარია გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა და მიზეზის მკურნალობა, ზოგჯერ გამოიყენება ადენოიდექტომია.