მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია ყველაზე ხშირი პედიატრიული კიბოა. დაავადების დროს ხდება ავთვისებიანი ტრანსფორმაცია და არაკონტროლირებადი პროლიფერაცია სისხლის წინამორბედი უჯრედების, რაც იწვევს ბლასტური უჯრედების რაოდენობის ზრდას და ისინი ანაცვლებენ ნორმალურ ძვლის ტვინს ავთვისებიანი უჯრედებით.
ორი მესამედი მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის გვხვდება ბავშვებში 1-დან 10 წლამდე და არის მეორე ყველაზე ხშირი სიკვდილიანობის მიზეზი ბავშვებში.
პროგნოზული ფაქტორები გვეხმარება დავადგინოთ მკურნალობის ტაქტიკა და ინტესიურობა. საიმედო ფაქტორებია ასაკი 3 -დან 7 წლამდე, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ( 25,000), FAB L1 მორფოლოგია, ლეიკემიური უჯრედების კარიოტიპი >50 ქრომოსომით და t(12.21);
მკურნალობის 4 ფაზაა: რემისია-რედუქცია, ცენტრალური ნერვული სისტემის პროფილაქტიკა, პოსტრემისიული კონსოლიდაცია ან ინტენსიფიკაცია, განმტკიცბა.
თერაპია ხდება მეთოტრექსატით და მერკაპტოპურინით.