მწვავე ლეიკემია ვითარდება მაშინ როდესაც ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედები ტრანსფორმირდებიან ავთისებიან უჯრედებად. ეს ლიმფოციტები და მიელოიდური უჯრედები მრავლდებიან სწრაფად და იკავებენ ჯანსაღი ძვლის ტვინის ქსოვილს .
სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს კვირის განმავლობაში. ასეთ პაციენტებს აქვთ ანემია, ინფექციების რისკი იზრდება, ადვილად დალურჯებადი კანი, სისხლდენა, არიან ფერმკრთალები, მუდმივად შებოჭილები, აქვთ სიცხე, გამოიხატება წონის სწრაფი კლება, ტაქიკარდია და გულმკერდის ტკივილი.
სიცხის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. სისხლდენა გამოიხატება როგორც: ეპისტაქსი, ღრძილებიდან სისხლდენა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. ჰემატურია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა იშვიათია.
ძვლის ტვინის და პერიოსტეალური ინფილტრაცია ხდება რაც შემდგომ იწვევს სახსრების ტკივილს.
ასევე შესაძლოა ამ დაავადებამ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოახდინოს გავლენა. (თავის ტკივილი < ღებინება, კრანიალური ნერვის დამბლა, პაპილედემა, კრუნჩხვები).
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა სისხლის საერთო და პერიფერიული სისხლის ანალიზი.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანია კლინიკური ნიშნების და სიმპტომების შემცირება.
სისხლდენისას საჭიროა თრომბოციტების პროფილაქტიკური ტრანსფუზია.
საჭიროა ასევე: ელექტროლიტების მონიტორინგი, ქიმიოთერაპია.