მწვავე კორონარული სინდრომი გამოწვეულია კორონარული არტერიების დაზიანებით. დაზიანების ხარისხის მიხედვით ვანსხვავებთ: არასტაბილური ანგინა, ან (STEM)/(NONSTEM) მიოკარდიუმის ინფარქტს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოვებით 1.5 მილიონი ადამიანი აღირიცხა მიოკარდიუმის ინფარქტით.
400,000 დან 500,000-გარდაიცვალა, მათი ნახევარი ჰოსპიტალიზაციამდე.
ეტიოლოგია
მწვავე კორონარული სინდრომი ჩვეულებრივ ყალიბდება ათეროსკლეროზულ კორონარულ არტერიებში მწვავედ თრომბის წარმოქმნის შედეგად. ათეროსკლეროზული ფოლაქები ხშირად არასტაბილურია და სკდებიან.
ეს სინდრომები იშვიათადაა გამოწვეული ემბოლიებით (მიტრალური ან აორტული სტენოზით, ენდოკარდიტებით) .
პათოფიზიოლოგია
მიოკარდიუმის დისფუნქცია: იშემიური ქსოვილი არაშრომისუნარიანია, არის ჰიპოკინეზური და აკინეზური სეგმენტებით წარმოდგენილი. იშემია განაპირობებს პაპილარული კუნთების სისუსტეს და წინ უძღვის მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციას.
მიოკარდიუმის ნეკროზი გამოწვეულია კორონარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით. მიოკარდიუმის ინფარქტი ძირითადად მარცხენა პარკუჭზე ახდენს გავლენას.
ტრანსმურალური ინფარქის დროს ხდება მიოკარდიუმის შესქელება. ეკგ-ზე გვაქვს Q ტალღის ფორმის ცვლილება. არატრანსმურალური ან სუბენდოკარდიული ინფარქტები კი იწვევს ST-T ტალღების დარღვევას.
NSTEMI - არის მიოკარდიუმის ნეკროზი. STტალღის ელევაცია არ გვხვდება. ეკგ გვიჩვენებს T ტალღის ინვერსიას, ST სეგმენტის დეპრესიას
STEMI - ამ შემთხვევაში ეკგ-ზე წარმოდგენილია ST სეგმენტის ელევაცია.
სიმპტომები
ასეთ პაციენტებში ხშირია სტენოკარდია. მათ აქვთ გულმკერდის არეში ძლიერი დისკომფორტი.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველი სიმპტომი ღრმა, სუბსტერნული, ვისცერალური ტკივილია, რომელიც გადაეცემა უკანა ნაწილზე, ყბაზე, მარცხენა ხელზე, მარჯვენა მკლავზე.
დიაგნოსტიკა
- ეკგ
- გულის მარკერები
- ლაბორატორიული ტესტები
მკურნალობა
- ანტითრომბოლიზურები
- ბეტა ბლოკერები
- ანტიკოაგულანტები
- ნიტრატები
- შუნტირება