აქტინომიკოზი არის ბაქტერია- აქტინომიცეტით გამოწვეული ქრონიკული, ჰემატოლოგიური დაავადება რომელიც გვხვდება მოზრდილ მამაკაცებში.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი Actinomyces israelii გახლავთ და მისი სამიზნე ქსოვილები და ორგანოები ძირითადად ღრძილები, ტონზილები და კბილებია. აქტინომიკოზს ფილტვების პრობლემები ახლავს თან, რადგან ასეთ პაციენტებში ხშირია საკითარი ნერწყვის ასპირაცია. ასევე შესაძლოა ბაქტერიას საჭმლისმომნელებელ ტრაქტზეც ჰქონდეს გავლენა.
სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ორგანო იქნება დაზიანებული აღნიშნული ბაქტერიის მიერ და ამ დაავადების კლასიფიკაცია სწორედ ამის მიხედვით ხდება. თუ დაზიანება სახეზე და კისრის მიდამოშია, იწყება პატარა უმტკივნეულო შეშუპებით კისრის, ყბის და პირის ღრუს მიდამოებში. შემდგომ კი ყალიბდება სინუსები და ფისტულები. საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციის შემთხვევაში სიმპტომები მოიცავს ტკივილს, ღებინებას, ცხელებას და დიარეას ან შეკრულობას. ფილტვების ინფექციის შემთხვევაში კი გულმკერდის ტკივილი, პროდუქტიული ხველა და ცხელება გვხვდება. არსებობს გენერალიზებული ფორმა, როდესაც ინფექცია ჰემატოლოგიური გზით ვრცელდება და გავლენას ახდენს ტვინზე, თირკმელზე, ღვიძლზე და კანზე.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ხდება მიკროსკოპული და ენდოსკოპიური გამოკვლევებით. ბიოფსია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევები დამოკიდებულია პაციენტის სიმპტომებზე და მდგომარეობაზე.
მკურნალობა
მკურნალობა ხდება პენიცილინით