კისტა არის მრგვალი ფორმის, რომელიც დაფარულია გლუვი ზედაპირით. შეიძლება იყოს ცალკეული ან მრავლობითი.
ცალკეულ (ერთეულ) კისტებს ყველაზე ხშირად ვხედავთ რენტგენოგრაფიულ სურათებზე. მათ აქვთ არარეგულარული კედელი, განცალკევებული არამკაფიო კალციფიკაციის ჩანართებით. მათი გამომწვევი უცნობია. კლინიკურად არ გამოვლინდება, მაგრამ შეიძლება იშვიათად მოგვცეს ჰემატურია.
მრავლობითი კისტები ხშირად გვხვდება ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუტრებით იმ პაციენტებში ვინც დიალიზს იტარებს. კისტები წარმოიქმნებიან კომპენსატორული ჰიპერპლაზიის ფონზე. პაციენტების 50-80% რომელთაც დიალიზი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უტარდებათ, ძალიან ხშრად უჩნდებათ შძენილი კისტა. პაციენტის ერთ თირკმელზე 4 კისტაზე მეტის არსებობა ითვლება დიაგნოზის დასმის წინაპირობად. დაავადება ასიმპტომურია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ჰემატურიით, პერირენალური ჰემორაგიით, ინფექციითა და ტკივილით. დიაგნოსტიკა ხდება ულტრასონოგრაფიით და კომპიუტერული ტომოგრაფიით.