პრეეკლამფსია დედათა სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა. მას ორსულობის გვიან ტოქსიკოზსაც უწოდებენ. მისი მთავარი სიმპტომებია მაღალი წნევა და პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა. უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მდგომარეობები, რომლებსაც პრეეკლამფსიის განვითარების რისკფაქტორებად მიიჩნევენ. მათ მიაკუთვნებენ პირველ ორსულობას, გენეტიკურ განწყობას, 18 წლამდე ან 35 წელზე უფროს ასაკს, მრავალნაყოფიან ორსულობას, ჭარბ წონას, ასევე – ქრონიკულ ჰიპერტენზიას. რადგან ამ დაავადებაში მრავალი ორგანოა ჩათრეული დიაგნოსტიკაც შესაბამისი აქვს.