ძუძუს დვრილის პაჯეტის დაავადება ძუძუს კიბოს იშვიათი გამოვლინებაა, რომელიც ვლინდება ცალმხრივი ერითემატოზური გამონაყარით. ქავილი ახასიათებს და ხშირად ეშლებათ ეგზემაში. ჩნდება ავთვისებიანი (სიმსივნური) უჯრედები-პაჟეტის უჯრედები. დვრილის ბიოფსია აღმოაჩენს ამ უჯრედებს.

ქალების 50-60%-ს რომელთაც აქვთ პაჟეტის დაავადება ასევე აქვთ ცუდად დიფერენცირებული ინვაზიური კარცინომა. პაჟეტის დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია ძუძუს შიგნით არსებული კარცინომის ბუნებაზე. დიაგნოსტიკა ხდება ინსპექციით, პალპაციით და ბიოფსიით.