ბულოზური კერატოპათია გამოწვეულია რქოვანას შეშუპებით, რომელსაც იწვევს რქოვანას მეზოთელიუმის დაზიანება. ყველაზე ხშირად გვხვდება ენდოთელიუმის დისტროფიის და ტრავმის ფონზე. ერთერთი ფორმა - ფუქსის დისტროფია არის გენეტიკური დაავადება და მას იწვევს ბილატერალური, პროგრესული რქოვანას ენდოთელიალური უჯრედების დაზიანება. გვხვდება 50-დან 60 წლამდე პაციენტებში. არის ავტოსომურად დომინანტური.
სხვა ხშირი მიზეზია რქოვანას ენდოთელიუმის ტრამვები, რომელიც ხშირია ინტრაოკულარული ქირურგიის დროს (მაგალითად კატარაქტის ოპერაციისას) ან ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტების შემდგომ. კატარაქტის ამოღების შემდეგ განვითარებულ ბულოზურ კერატოპათიას ეწოდება აფაკური ბულოზური კერატოპათია.
სუბენდოთელიალური სითხით გაჯერებული ბულები გვხვდება რქოვანას ზედაპირზე და იწვევს თვალის დისკომფოტს, კონტრასტის დაკარგვას, ფოტოფობიას, უცხო სხეულის შეგრძნებას, ტკივილს.
მკურნალობა: საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ტოპიკალურ დეჰიდრატაციულ საშუალებებს, ინტრაოკულარული წნევის შესამცირებელ საშუალებებს.