თავდაპირველად ვიტამინი A სტაფილოდან მიიღეს და მისი ჯგუფის წარმომადგენლებს, კაროტინოიდებს, სტაფილოს ინგლისური შესატყვისი - carrot უწოდეს. კაროტინოიდები მცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ზღვის წყალმცენარეებში არსებობენ, ხოლო ორგანიზმში ჟანგვითი პროსის შედეგად A ვიტამინად გადაიქცევა. სულ ხუთასამდე რიგის კაროტინოიდია ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილ კაროტინოიდს განეკუთვნება b - კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს წარმოადგენს.

წყაროები

 

მცენარეული

მწვანე და ყვითელი ბოსტნეული (სტაფილო, გოგრა, ტკბილი წიწაკა, ისპანახი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ოხრახუში), პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგალი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი, ბალი; ბალახი (იონჯა, ჭარხლის ფოთოლი, ოროვანდის ფესვი, სვია, შვიტა, ჭინჭარი, შვრია, ოხტახუში, პიტნა, მრავალძარღვა, მაყვლის ფოთოლი, სამყურა, ასკილი, სალბი, იის ფოთოლი, დათვის კენკრა, მჟაუნა).

ცხოველური

თევზის ქონი, საქონლის ღვიძლი, ხიზილალა, რძე, კარაქი, მარგარინი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კვერცხის გული.

სინთეზი ორგანიზმში

წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესის შედეგად.

А ვიტამინის საუკეთესო წყარო ჯერ თევზის ქონი და ღვიძლია, ხოლო შემდეგ - კარაქი, კვერცხის გული, ნაღები და მოუხდელი რძე. მარცვლეული პროდუქტები და ადუღებული რძე (ვიტამინიზირებულიც) А ვიტამინს აღარ შეიცავს.

მოქმედება

ვიტამინი А მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში (იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე არხების ინფექციებისაგან). ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას (ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ვიტამინი А კარგად მოქმედებს ლორწოვან გარსზე, ეპითელიური უჯრედის ფუნქციაზე და, დანამატის სახით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთ (წყლული, კოლიტი) დაავადებაზე.

რეტინოლი აუცილებელია ეპითელიური ქსოვილისათვის (პრაქტიკულად, ყველა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალება რეტინოიდების სინთეთიკურ ანალოგებს შეიცავს). ვიტამინი А გამოიყენება კანის დაავდებების (აკნე, მუწუკები, ფსორიაზი და სხვ.) სამკურნალოდ. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აშუშებს მზით დამწვრობით გამოწვეულ იარებს და ამცირებს ინფექციების საშიშროებას. აგრეთვე, აუცილებელია ემბრიონის განვითარებისათვის.

ვიტამინი А მონაწილეობას იღებს სტერეოიდული ჰორმონების (პროგესტერონის ჩათვლით) სინთეზში, სპერმატოგენეზში და ტიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი) ანტაგონისტია.

ვიტამინი А და b - კაროტინი ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან და სიმსივნეების პროფილაქტიკისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენენ (აფერხებენ ოპერაციის შემდგომ პერიოდში სიმსივნის ახლად წარმოქმნას).

b - კაროტინის ანტიოქსიდური მოქმედება წინააღმდეგობას უწევს გულისა და არტერიების დააავადებებს (სისხლში მაღლა სწევს ,,კარგი’’ ქოლესტერინის დონეს).

ლუტეინი და ზეაქსანტინი თვალის დამცავი მთავარი კაროტინოიდებია - აფრთხილებენ კატარაქტის წარმოქმნას და ყვითელი ხალის (მხედველების მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც სიბრმავეს იწვევს) დეგენერაციის რისკს აქვეითებენ.

ლიკოპინი ათეროსკლეროზისგან იცავს ორგანიზმს (ხელს უშლის ,,ცუდი’’ ხოლესტერინის წარმოშობას). ასევე ყველაზე ძლიერი კაროტოიდია კიბოს (განსაკუთებით სარძევე ჯირკვლების), ენდომეტრიუმისა და პროსტატის დაავადებათა სამკურნალოდ. ლიკოპინი, ძირითადად, პომიდორშია უხვად. 

სადღეღამისო მოხმარება

მოზრდილმა ადამიანმა ყოველდღე უნდა მიიღოს 33000 МЕ А ვიტამინი. ის დაავადებები, რომლებიც რეტინოლის უკმარისობას იწვევენ - 10000 МЕ დღეში.

А ვიტამინის მოხმარება იცვლება კლიმატის ცვალებადობის მიხედვით: დაბალ ტემპერატურაზე (სიცივეში) მასზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია, ვიდრე მაღალ ტემპერატურაზე (ზაფხულში, მზის ქვეშ).

რენდგენული სხივების მიღებისას А ვიტამინის მარაგი ღვიძლში ძლიერ მცირდება.

 

წყარო-Med.ge